Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი განიხილავს საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს


დღეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, დეპუტატები განიხილავენ ცვლილებების პროექტს საარჩევნო კანონმდებლობასა და კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“. ცვლილებები შეეხება აჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესაძლებლობების შეზღუდვას, არჩევნებთან დაკავშირებულ უწყებათშორისი კომისიის გადასვლას იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში, საარჩევნო სიის ბიომეტრიული პარამეტრებით ფორმირების წესს, დაურეგისტრირებელი ამომრჩევლისთვის 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემის შესაძლებლობას და სხვა. ცვლილებების საგანია, ასევე, პარტიების შემოწირულობების მიღების კუთხით დაწესებული შეზღუდვების მოხსნა, თუმცა არაფერი იცვლება საბიუჯეტო დაფინანსების მიღების წესებში.
XS
SM
MD
LG