Accessibility links

logo-print

პოლიციამ ბულგარეთის პარლამენტთან მოწყობილი პიკეტი დაშალა


ბულგარეთის სპეცდანიშნულების პოლიციურმა დანაყოფებმა დაშალეს ასობით დემონსტრანტის მიერ მოწყობილი პიკეტი, რომელსაც რამდენიმე საათის პარლამენტის შენობაში 100-ზე მეტი დეპუტატი და ჟურნალისტი ჰყავდა ბლოკირებული. მოპიკეტეები მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ და ხელისუფლებას და მის მომხრე დეპუტატებს „მაფიას“ და „მკვლელებს“ უწოდებდნენ. ოთხშაბათს პოლიციამ დაშალა ბარიკადები, პარლამენტის შენობის მიმდებარე და ტერიტორიიდან გააძევა დემონსტრანტები. გავრცელებული ინფორმაციით, მცირე შეტაკების დროს სულ მცირე ექვსი მომიტინგე და ორი პოლიციის თანამშრომელი დაშავდნენ. ბულგარეთში, ევროკავშირის უღარიბეს ქვეყანაში, 40 დღის განმავლობაში გრძელდებოდა ანტისამთავრობო დემონსტრაცია. მისი მონაწილეები აცხადებენ, რომ სოციალისტური პოლიტიკური ძალებით მაისში დაკომპლექტებულმა მთავრობა სახელი გაიტეხა და საჭიროა სწრაფი რეფორმები ქვეყნის კორუფციიდან და სიღარიბიდან ამოსაყვანად.
XS
SM
MD
LG