Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირაკლი ღარიბაშვილი პარტიებს წინასაარჩევნო კამპანიის ორგანიზებულად ჩატარებისაკენ მოუწოდებს


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოუწოდებს პოლიტიკურ პარტიებს, რათა წინასარჩევნო კამპანიის პროცესში თავი შეიკავონ „ნებისმიერი მაპროვოცირებელი ქმედებისგან, რამაც შესაძლოა კიდევ უფრო გაზარდოს აგრესიული ფონი“. სამინისტროს მხედველობაში აქვს ის ფაქტი, რომ სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფის მხრიდან გარკვეული პოლიტიკური სუბიექტების მიმართ ადგილი ჰქონდა აგრესიული და ძალადობრივი ქმედებები. გაუგებრობებისა და შესაძლო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, საქართველოს შინაგან საქმეთ მინისტრი მოუწოდებს საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიაში მონაწილე სუბიექტებს, რათა წინასწარ შეატყობინონ სამართალდამცველ ორგანოებს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში დაგეგმილი საჯარო ღონისძიებების თაობაზე. „ასევე, მივმართავთ საზოგადოებას, საკუთარი მოსაზრებები და პოზიციები წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას გამოხატონ და დააფიქსირონ მშვიდობიანი და არაძალადობრივი ფორმით. წინააღმდეგ შემთხვევაში, შინაგან საქმეთა სამინისტრო იძულებული იქნება იმოქმედოს კანონით დადგენილი წესით და პოლიციური ძალით აღკვეთოს სამართალდარღვევა", - ნათქვამია მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG