Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჟურნალისტ ანა პოლიტკოვსკაიას საქმეზე სასამართლო პროცესი დაიწყო


ოთხშაბათს მოსკოვის სასამართლომ დაიწყო „ნოვაია გაზეტას“ მიმომხილველის ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა, რომელზეც ჟურნალისტის მკვლელობაში ბრალდებულებმა განაცხადეს, რომ უდანაშაულოდ მიიჩნევენ თავს. განსასჯელის სკამზე ხუთი კაცია - ჩეჩნეთის მკვიდრი ლომ ალი ჰაიტუკაევი, მისი სამი ნათესავი და ასევე მოსკოველი პოლიციელი სერგეი ხაჯიკურბანოვი. გამოძიების ვერსიით, მკვლელობის ორგანიზატორი ჰაიტუკაევია. სასამართლო სხდომას არ ესწრებიან ანა პოლიტკოვსკაიას შვილები ვერა და ილია, რომლებმაც პროცესის გადავადება მოითხოვეს მათი ადვოკატების არყოფნის გამო, რომელიც სხდომას ობიექტური მიზეზების გამო ვერ ესწრებიან. ანა პოლიტკოვსკაია საკუთარი სახლის სადარბაზოში, მოსკოვში 2006 წლის ოქტომბერში მოკლეს.
XS
SM
MD
LG