Accessibility links

logo-print

შსს: მარიამ კოჩალიძის მკვლელობა გახსნილია


შსს თავის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ გახსნილია 16 წლის მარიამ კოჩალიძის მკვლელობა, რომელიც 22 ივლისს, ბათუმში მოხდა. განცხადების თანახმად, „გამოძიების მსვლელობისას დადგენილია სავარაუდო მკვლელის ვინაობა. გამოძიებისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული პირი 1985 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე მოჰამადამინ როოინთანია, რომელიც საქართველოში სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან 23 ივნისს შემოვიდა და 22 ივლისს, 19:22 საათზე საქართველოს ტერიტორია ასევე სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გავლით დატოვა. აღნიშნული პირის დასაკავებლად შინაგან საქმეთა სამინისტრო მოლაპარაკებებს თურქ კოლეგებთან უკვე აწარმოებს“. 16 წლის მარიამ კოჩალიძე ბათუმის ახალ ბულვარში ყელგამოჭრილი იპოვეს. დაკარგულია გარდაცვლილის კუთვნილი ნივთები. ოჯახის ახლობლები გამოთქვამდნენ ვარაუდს, რომ მკვლელობა შესაძლოა ძარცვის მიზნით არის ჩადენილი.
XS
SM
MD
LG