Accessibility links

logo-print

აშშ სნოუდენის სტატუსზე ინფორმაციას ითხოვს


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, „ძალიან იმედგამაცრუებელი“ ფაქტი იქნება ის, თუ აშშ-ის დაზვერვის ყოფილ კონტრაქტორს, ედვარდ სნოუდენს საშუალება მიეცემა დატოვოს მოსკოვის აეროპორტი - რომელსაც ის უკვე ერთი თვეა თავს აფარებს. დეპარტამენტის პრესმდივნის, ჯენ პსაკის თქმით, სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ სნოუდენის საქმეზე ოთხშაბათს ტელეფონით დაურეკა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. პარალელურად, თეთრი სახლი აცხადებს, რომ სნოუდენის სტატუსის შესახებ განმარტების მიღება უნდა. აშშ-ის სურს სნოუდენი მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს იმის გამო, რომ მან აშშ-ის გლობალური ელექტრონული სათვალთვალო პროგრამების შესახებ ინფორმაცია საჯაროზე გაიტანა. ოთხშაბათს უფრო ადრე რუსეთის მედიაში გავრცელდა ცნობები, რომ სნოუდენს, რომელმაც რუსეთს თავშესაფრის გამოყოფის თხოვნით მიმართა, მისცემენ აეროპორტის დატოვების უფლებას. თუმცა ადვოკატი, რომელიც სნოუდენს ეხმარება, აცხადებს, რომ თავშესაფრის თაობაზე მისი განაცხადი შესწავლის პროცესშია და ამ ეტაპზე სნოუდენი კვლავ აეროპორტში რჩება.
XS
SM
MD
LG