Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში დაპირისპრებას ბოლო ორი დღის განმავლობაში ათეულობით ადამიანი შეეწირა


ერაყში, ბაღდადიდან ჩრდილოეთით, 160 კილომეტრში შეიარაღებულმა პირებმა სატვირთო მანქანების 14 შიიტი მძღოლი დახოცეს. ხელისუფლების ცნობით, მკვლელობის შემდეგ მათ სატვირთო მანქანები გაიტაცეს. შემთხვევა ოთხშაბათს ღამით სულაიმან პეკის ახლოს, საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე მოხდა. მანამდე ქალაქში დაიწყო დაპირისპირება სამართალდამცავებსა და შეიარაღებულ პირებს შორის. სამართალდამცავთა ინფორმაციით, ქალაქში შეტაკებების ხუთშაბათს დილამდე გრძელდებოდა. მოკლულია სულ ცოტა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე. ოთხშაბათსვე ერაყის დასავლეთში, ქალაქ თიქრითში შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ მინი-ავტობუსს და მოკლეს ოთხი სამხედრო პირი. მოსულიდან 50 კილომეტრში, შურის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე თავდასხმისას 9 პოლიციელი დახოცეს.
XS
SM
MD
LG