Accessibility links

logo-print

დაღესტანში რაბინი დაჭრეს


დაღესტანში უცნობმა თავდასმხმელმა რაბინს ესროლა. ოვადია ისაკოვი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში მიიყვანეს. ისრაელმა საგანგებოდ გააგზავნა რუსეთში ექიმთა ჯგუფი, რათა დახმარება აღმოუჩინონ რაბინს. ეს ნაბიჯი ისრაელმა რუსეთის ებრაელთა თემის თხოვნით გადაგა. დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 40 წლის არტურ ისაკოვი ხუთშაბათს დილით ქალაქ დერბენდში, საკუთარი სახლის წინ დაჭრეს, როცა ის მანქანიდან გადმოდიოდა. რაბინს ჭრილობა გულმკერდის არეში აქვს მიღებული. თავდამსხმელმა ადგილიდან მიმალვა შეძლო. დაღესტნის საგამოძიებო კომიტეტის ვებსაიტის ინფორმაციით, გამომძიებლები თავდასხმის მოტივად რაბინის რელიგიურ საქმიანობას თვლიან.
XS
SM
MD
LG