Accessibility links

logo-print

ავღანეთში თალიბანმა პოლიციელები გაიტაცა


ავღანეთის სამხრეთიდან გავრცელებული ცნობების თანახმად, თალიბანის მებრძოლებმა 12 პოლიციელი გაიტაცეს. ზაბულის პროვინციის პოლიციის შეფის, ღულამ სახი როღ ლევანის თქმით, ინციდენტი მოშორებით მდებარე შაჰჯოის რაიონში მოხდა. მისი თქმით, თალიბანის წევრები პოლიციის გამშვებ პუნქტზე მივიდნენ და თავი სტუმრებად წარმოაჩინეს. გავრცელებული ვარაუდით, მათ ნარკოტიკები გაურიეს საჭმელში, რომელიც პოლიციელებს თავისთვის ჰქონდათ მომზადებული. ლევანის თქმით, ამის შემდეგ მეამბოხეებმა უგონო მდგომარეობაში მყოფი 12 პოლიციელი გაურკვეველ ადგილას წაიყვანეს. თალიბანს ინციდენტის შესახებ განცხადება არ გაუკეთებია. ავღანეთის ადგილობრივ საპოლიციო ძალებს, როგორც წესი, შეადგენენ ადგილობრივი სოფლების და ქალაქების მცხოვრები, არასათანადოდ გაწვრთნილი ინდივიდები. მოშორებით მდებარე ადგილებში, რომლებსაც სამთავრობო რეგულარული ძალები ვერ აკონტროლებენ, ხშირად მათ უწევთ ხოლმე მეამბოხეებთან შებრძოლება.
XS
SM
MD
LG