Accessibility links

აშშ რუსეთისგან სნოუდენის საქმეზე განმარტებას ითხოვს


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ მოსკოვისგან ითხოვს ახსნა-განმარტებას იმ ცნობების თაობაზე, თითქოს ედვარდ სნოუდენმა - აშშ-ის დაზვერვის ყოფილმა კონტრაქტორმა და ამჟამად ძებნილმა პირმა - ნებართვა მიიღო დატოვოს მოსკოვის აეროპორტი, რომელსაც ის უკვე ერთი თვეა აფარებს თავს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა, ჯენ პსაკის განცხადებით, სნოუდენის საქმეზე სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ ტელეფონით დაურეკა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს. პსაკის შეფასებით, ნებისმერი ნაბიჯი, რომელიც სნოუდენს აეროპორტის დატოვების საშუალებას მისცემს, „ძალიან იმედგამაცრუებელი“ იქნება. აშშ-ის სურს სნოუდენი მართლმსაჯულების წინაშე წარდგეს იმის გამო, რომ მან აშშ-ის გლობალური ელექტრონული სათვალთვალო პროგრამების შესახებ ინფორმაცია საჯაროზე გაიტანა. სნოუდენმა რუსეთს თავშესაფრის გამოყოფის თხოვნით მიმართა. ადვოკატი, რომელიც სნოუდენს ეხმარება, აცხადებს, რომ თავშესაფრის თაობაზე მისი განაცხადი შესწავლის პროცესშია და ამ ეტაპზე სნოუდენი კვლავ აეროპორტში რჩება.
XS
SM
MD
LG