Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალის რეგიონში მავთულხლართები 30 კმ-ზეა გავლებული


შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსის დავით სუჯაშვილის ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონის ოკუპირებული ზოლის გასწვრივ გაბმული მავთულხლართების საერთო სიგრძე 30კმ-ს შეადგენს. ცხინვალის რეგიონის ტერიტორიების შემოსაზღვრის პროცესისა და ადგილზე არსებული ვითარების შესახებ დეპუტატებს ინფორმაცია დავით სუჯაშვილმა 25 ივლისს მიაწოდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი საპარლამენტო კომისიისა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე. შს სამინისტროს ინფორმაციისა და ანალიზის დეპარტამენტის უფროსის მიერ წარდგენილ იქნა როგორც ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ზოლზე არსებული მავთულხლართების, ასევე აფხაზეთის საოკუპაციო ზოლზე არსებული მიწათხრილების დოკუმენტური ფოტოები და ვიდეომასალა. დავით სუჯაშვილის ვარაუდით, ე.წ. საზღვრების გავლებისას რუსეთის მხარე 2006 წლის რუკით ხელმძღვანელობს. როგორც დავით სუჯაშვილი განმარტავს ჟურნალისტებთან საუბრისას, მავთულხლართების არსებობა ხელს უშლის სტაბილურობას, მოსახლეობის თავისუფალ გადაადგილებასა და რეგიონის მომარაგებას სასმელი თუ სარწყავი წყლით.
XS
SM
MD
LG