Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ფემენი“ აცხადებს, რომ უშიშროება სასტიკად გაუსწორდა მის აქტივისტს


ფემინისტი აქტივისტების ჯგუფი „ფემენი“ აცხადებს, რომ უკრაინის და რუსეთის უშიშროების წევრებმა სასტიკად სცემეს ჯგუფის ერთ-ერთი წამყვანი მამაკაცი აქტივისტი. „ფემენის“ განცხადებით, ვიქტორ სვიატსკის, ჯგუფის „პოლიტიკურ კონსულტანტს“, კიევში, „ფემენის“ ოფისთან ახლოს დაესხნენ თავს, ოთხშაბათს საღამოს. გავრცელებული ცნობით, აქტივისტს გატეხილი აქვს ყბის ძვალი და რამდენიმე კბილი. სვიატსკი საავადმყოფოშია მოთავსებული. „ფემენს“ მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, თუმცა განაცხადა, რომ სვიატსკის ცემა წარმოადგენდა გაფრთხილებას, რომ „ფემენის“ აქტივისტებმა არ უნდა მოაწყონ ამ შაბათ-კვირას დაგეგმილი საპროტესტო აქცია, რომელიც რუსეთის გაქრისტიანების 1025-ე წლისთავის აღსანიშნავ დღესასწაულს უნდა დაემთხვეს. დღესასწაულს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი დაესწრება. „ფემენის“ აქტივისტებმა სახელი გაითქვეს საპროტესტო აქციებით, რომლებსაც ისინი წელს ზემოთ გაშიშვლებულები აწყობენ ხოლმე. მათი აქციები ქალთა დისკრიმინაციის და ადამიანის უფლებების დარღვევის სხვა შემთხვევების გაპროტესტებას ისახავს ხოლმე მიზნად.
XS
SM
MD
LG