Accessibility links

logo-print

ინდოეთში სასამართლომ გადადო ვერდიქტის გამოტანა გაუპატიურების გახმაურებულ საქმეზე


ინდოეთში სასამართლომ 5 აგვისტომდე გადადო პირველი განაჩენის გამოტანა ჯგუფური გაუპატიურების და მკვლელობის საქმეზე, რომელმაც ქვეყანაში მძლავრი პროტესტი და მასობრივი დემონსტრაციები გამოიწვია. არასრულწლოვანთა სასამართლოს დღეს უნდა გამოეტანა განაჩენი ერთ-ერთი ბრალდებულისთვის, რომელიც 17 წლის იყო მაშინ, როცა 23 წლის ქალს თავს დაესხნენ დელის ერთ-ერთ ავტობუსში. მსხვერპლის ოჯახი გამოდის მოწოდებით, ეს ბრალდებულიც სრულწლოვანი პირის შესაფერისად გასამართლდეს, როგორც დანარჩენი 5 მამაკაცი, რომლებიც ასევე დააკავეს 2012 წლის 16 დეკემბერს მომხდარი თავდასხმის საქმეზე. დაკავებულებს ბრალი ედებათ მკვლელობაში, გაუპატიურებაში, მოტაცებაში, ძარცვაში და შეთქმულებაში. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, თინეიჯერი ბიჭი შესაძლოა შრომა-გასწორების კოლონიაში გაიგზავნოს, მაქსიმუმ სამი წლის ვადით - და ამ ვადაში ის დროც შევა, რომელიც მან უკვე დაჰყო პატიმრობაში. ზრდასრულ ბრალდებულებს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, შესაძლოა სიკვდილით დასჯა შეეფარდოს.
XS
SM
MD
LG