Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა სათვალთვალო პროგრამის გაგრძელებას


აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ასეულობით მილიონი ამერიკელის სატელეფონო საუბრების შესახებ მონაცემების შენახვის პრაქტიკის გაგრძელებას, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლის ნაწილს წარმოადგენს. ოთხშაბათს გამართულ კენჭისყრაზე კანონმდებლებმა უარყვეს ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებდა ამ სათვალთვალო პროგრამის დასრულებას. კანონპროექტის წინააღმდეგ ხმა მისცა 217-მა კანონმდებელმა, მომხრე იყო 205. ეს კენჭისყრა წარმოადგენდა კანონმდებლების პირველ შესაძლებლობას დაეჭირათ პოზიცია საიდუმლო სათვალთვალო პროგრამასთან მიმართებით მას შემდეგ, რაც ეროვნული უშიშროების ყოფილმა კონტრაქტორმა, ედვარდ სნოუდენმა საჯაროზე გაიტანა გასაიდუმლოებული დოკუმენტაცია, რომელმაც აშშ-ის მთავრობის ქმედებების დიდი მასშტაბები გამოავლინა. როგორც ვარაუდობენ, ეს კენჭისყრა ვერ დაასრულებს მწვავე საზოგადოებრივ და პოლიტიკურ დისკუსიას ერთი მხრივ პირადი ცხოვრების დაცულობის აუცილებლობის, მეორე მხრივ კი მთავრობის მიერ ტერორიზმთან ბრძოლის ურთიერთმიმართების შესახებ.
XS
SM
MD
LG