Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტის თავმჯდომარემ ხელი მოაწერა მაუწყებლობის შესახებ კანონს


პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ხელი მოაწერა კანონებს მაუწყებლობის შესახებ და "ელექტროენერგეტიკის და ბუნებრივი გაზის შესახებ".ამის შესახებ უსუფაშვილმა დღეს, 25 ივლისს გამართულ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა. ინტერნეტ-გამოცემა „ნეტგაზეთი“ იუწყება, რომ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არ მოაწერა ხელი პარლამენტის მიერ მის ვეტოდაძლეულ კანონპროექტებს და ამის შემდეგ დოკუმენტებს პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწერა ხელი. ცვლილებების თანახმად, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობა თხუთმეტიდან ცხრა წევრამდე უნდა შემცირდეს. ორ წევრს სახალხო დამცველი წარადგენს, სამს - საპარლამენტო უმრავლესობა, სამს - უმრავლესობის გარეთ დარჩენილი წევრები, ხოლო ერთი წევრი აჭარის უმაღლესი საბჭოს წარდგენით იქნება არჩეული. მცირდება საზოგადოებრივ მაუწყებლის გენერალური დირექტორის უფლებამოსილების ვადაც, რომელიც ექვსი წლის ნაცვლად სამი წლის ვადით განისაზღვრება.
XS
SM
MD
LG