Accessibility links

სირიაში ამბოხის დაწყების შემდეგ დაიღუპა ასი ათასზე მეტი ადამიანი


გაეროს გენერალური მდივნის, ბან კი მუნის განცხადებით, ასი ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომში. გასულ თვეში ეს რიცხვი 93 ათასს აღწევდა. გაეროს გენერალურმა მდივანმა სირიის მთავრობასა და ოპოზიციურ ძალებს მოუწოდა, შეწყვიტონ ძალადობა, რომელიც უკვე 28 თვეა, გრძელდება. ბან კი მუნის აზრით, აუცილებელია, ჟენევაში რაც შეიძლება მალე გაიმართოს სამშვიდობო კონფერენცია სირიის საკითხზე. ეს განცხადება გაეროს გენერალურმა მდივანმა აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ჯონ კერისთან შეხვედრამდე გააკეთა. რუსეთი და აშშ, გაეროსთან ერთად, ცდილობენ ჟენევის კონფერენციის მოწყობას. დღეს დამასკის მახლობლად, ბომბის აფეთქებამ ათი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაშავებულთა რიცხვი 60-ს აღემატება.
XS
SM
MD
LG