Accessibility links

logo-print

გიორგი მარგველაშვილი გიორგი კვირიკაშვილმა შეცვალა


ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ვიცე-პრემიერის პოსტზე დაინიშნა - ეს გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა მინისტრთა კაბინეტს 26 ივლისს, მთავრობის სხდომაზე მოულოდნელად გააცნო. ”თითონ გიორგისთვისაც სიურპრიზი იყო, ახლა, ამ დილით მოვახერხე და გავაცანი”, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ვიცე-პრემიერის თანამდებობაზე გიორგი კვირიკაშვილმა შეცვალა გიორგი მარგველაშვილი - განათლებისა და მეცნიერების ყოფილი მინისტრი, რომელიც ამჟამად ”ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატია. განათლების მინისტრის პოსტზე გიორგი მარგველაშვილი შეცვალა თამარ სანიკიძემ, რომელიც 26 ივლისს პირველად მონაწილეობდა მთავრობის სხდომაში. მან პრემიერ-მინისტრს ნდობისთვის პერსონალური მადლობა გადაუხადა.
XS
SM
MD
LG