Accessibility links

ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე უბედური შემთხვევა მოხდა


აღდგენილი იარაღის გამოცდას უბედური შემთხვევა მოჰყვა ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა მაიორი ოტელო გულბიანი, რომელმაც სხეულის დაზიანება მიიღო. ოტელო გულბიანი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1992 წლიდან მსახურობდა. ბოლოს იგი იყო გაერთიანებული შტაბის ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შეიარაღების და ტექნიკის სარემონტო ბაზის ტექნიკური კონტროლის განყოფილების ინჟინერი; დანიშნული იყო ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ხელით სასროლი იარაღის გამოცდის ჩატარების სროლის ხელმძღვანელად.
XS
SM
MD
LG