Accessibility links

logo-print

სირიის მეამბოხეთა ლიდერი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება


სირიის მეამბოხეთა ლიდერი პარასკევს, ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას დაესწრება. მანამდე სირიის ნაციონალური საბჭოს თავმჯდომარემ, აჰმედ ალ ჯარბამ სირიაში შექმნილ ვითარებას „გამოუვალი“ უწოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან შეხვედრაზე. სირიის ოპოზიციის ლიდერმა მოუწოდა აშშ-ს, რათა სასწრაფოდ დაეხმაროს შეიარაღებით პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის წინააღმდეგ მებრძოლ ძალებს და უფრო მკაცრად ჩაერიოს სირიის პოლიტიკური მოწესრიგების საქმეში. გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კუ მუნმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ სირიაში ორი წლის განმავლობაში მიმდინარე კონფლიქტში 100 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა. სირიის კონფლიქტში ჩარევისაგან თავს იკავებს აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა. გაეროს უშიშროების საბჭოს წევრები ჩინეთი და რუსეთი ეწინააღმდეგებიან ასადის რეჟიმის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციების დაწესებას.
XS
SM
MD
LG