Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის სასამართლომ დამხობილ პრეზიდენტს პატიმრობა შეუფარდა


ეგვიპტის სასამართლომ მიიღო დადგენილება, რომლის თანახმად ყოფილი პრეზიდენტი მოჰამედ მორსი მკვლელობებსა და პალესტინურ დაჯგუფება ჰამასთან თანამშრომლობაში ბრალდებულია. წარდგენილი ბრალდებების გამო, ვიდრე პროკურატურა საქმეს იძიებს, მორსის თავდაპირველად 15 დღიანი პატიმრობა ელოდება. ეგვიპტის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, გამოძიება იკვლევს მორსის კონტაქტებს „ჰამასთან“, რომლის დროსაც ხდებოდა თავდასხმები სახელმწიფო უწყებებზე, პოლიციის ქვედანაყოფებსა და არმიის ოფიცრებზე, ასევე ადგილი ჰქონდა იერიშს ციხეზე, საიდანაც 2011 წელს ბევრმა პატიმარმა, მათ შორის თავად მოჰამედ მორსიმაც მოახერხა გაქცევა. სასამართლოს მიერ დამხობილი პრეზიდენტის დაპატიმრების გადაწყვეტილება ცნობილი გახდა პარასკევს, როდესაც ეგვიპტის სამხედრო ხელმძღვანელობის მოკავშირეებმა და მომხრეებმა ხალხმრავალი ანტიისლამისტური მსვლელობა მოაწყვეს.
XS
SM
MD
LG