Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სასამართლომ „პუსი რაიოტის“ წევრს უარი უთხრა განთავისუფლებაზე


მორდვეთის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ წევრის ნადეჟდა ტოლოკონნიკოვას სარჩელი და უარი უთხრა მას საპატიმროდან ვადამდე-პირობით განთავისუფლებაზე. ადვოკატ ირინა ხრუნოვას თქმით, სხდომის დროს კოლონიის ხელმღვანელობამ წარმოადგინა სასაცილო მტკიცებულებები განაწესის დარღვევაზე. ტოლოკონნიკოვამ კი განაცხადა, რომ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და მომავალშიც გაასაჩივრებს განაჩენს უმაღლეს ინსტანციებში. სასამართლომ პანკ-ჯგუფ „პუსი რაიოტის“ წევრებს ნადეჟდა ტოლოკონიკოვას, მარია ალიოხინას და ეკატერინა სამუცევიჩს ორი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ხულიგნობისა და რელიგიურ ნიადაგზე სიძულვილის გაღვივებისათვის. გასული წლის თებერვალში მათ მოსკოვის საკათედრო ტაძარში სკანდალური პანკ-ლოცვა მოაწყვეს.
XS
SM
MD
LG