Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ერთ-ერთ სოფელში 20 გვამი იპოვეს


პაკისტანის ხელისუფლება ქვეყნის უკონტროლო თემურ რეგიონში 20 გვამის პოვნის შესახებ იუწყება. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, გვამები ჩრდილო-დასავლეთ ჰაიბერ პაკტუნკვის რეგიონის ბარას რაიონის სხვადასხვა სოფლებში აღმოაჩინეს. პაკისტანის სამხედრო მედიის თანახმად, დახოცილები ექსტრემისტული დაჯგუფების წევრები არიან, რომლებიც სამთავრობო ჯარების მიერ თვის დასაწყისში განხორციელებულ ოპერაციის დროს გაანადგურეს. მას შემდეგ, რაც ჭირისუფლები არ გამოუჩნდნენ, დახოცილთა გვამები ხუთშაბათ საღამოს ხელისუფლებამ დამარხა.
XS
SM
MD
LG