Accessibility links

ტუნისში ოპოზიციის ლიდერის მოკვლას საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა


ხალხმრავალი საპროტესტო გამოსვლების გამო, რაც ქვეყნის ოპოზიციის ლიდერის მოკვლას მოჰყვა, ქვეყანაში დაიხურა ბანკები და მაღაზიები, გადაიდო საავიაციო რეისები. სეკულარულმა პოლიტიკურმა ძალებმა ქუჩის გამოსვლებისაკენ მას შემდეგ მოუწოდეს მოსახლეობას, რაც ხუთშაბათს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მოჰამედ ბრაჰმი მოკლეს. მსვლელობის მოთხოვნაა მთავრობის გადადგომა, რომელსაც ისლამისტური ენაჰდას პარტია მართავს. დემონსტრანტებმა მმართველი პარტიის ოფისს ცეცხლი წაუკიდეს ქალაქ სიდო ბოუზიდში, სადაც მოკლული მოჰამედ ბრაჰმი დაიბადა. აშშ-მა და ევროკავშირმა დაგმეს ტუნისის ოპოზიციის ლიდერის მკვლელობა და დანაშაულის სასწრაფო გამოიძიება მოითხოვეს.
XS
SM
MD
LG