Accessibility links

logo-print

დავით ზურაბიშვილი განათლების მინისტრის მრჩეველი არ გახდება


განათლების მინისტრის ყოფილ მოადგილეს დავით ზურაბიშვილს სამომავლოდ მოადგილედ აღარ განიხილავს განათლების ახალი მინისტრი თამარ სანიკიძე. როგორც მან 26 ივლისს უთხრა ჟურნალისტებს, კმაყოფილია მოადგილეების შერჩევის პროცესში მისთვის მინიჭებული თავისუფლებით და, გამოსადეგი პოლიტიკური გამოცდილების გათვალისწინებით, დავით ზურაბიშვილს ის სამომავლოდ მრჩევლის პოზიციას შესთავაზებს. ახალი მინისტრის შეთავაზებას ”დაცინვად” აღიქვამს დავით ზურაბიშვილი და აცხადებს, რომ მრჩევლის სტატუსს არ დათანხმდება. 26 ივლისს ასევე ცნობილი გახდა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილედ ქეთევან ნატრიაშვილი დაინიშნა. ქეთევან ნატრიაშვილი მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე გიორგი მარგველაშვილის დროსაც მუშაობდა.
XS
SM
MD
LG