Accessibility links

logo-print

ეგვიპტეში აქციებს მართავენ დამხობილი პრეზიდენტის მომხრეებიც და ოპონენტებიც


ეგვიპტეში იმართება დამხობილი პრეზიდენტის, მუჰამად მურსის მომხრეთა და ოპონენტთა აქციები. სახელმწიფო მედიის ცნობით, ორი ადამიანი დაიღუპა ქალაქ ალექსანდრიაში მომხდარი შეტაკებებისას. სამხედროები ეგვიპტელებს მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ დემონსტრაციებში „ძალადობისა და ტერორიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად. თავის მხრივ, "მუსლიმთა საძმო" მოუწოდებს მხარდამჭერებს, მხარი აუბან პროტესტს, რომელიც მიმართულია 3 ივლისს ეგვიპტეში პრეზიდენტ მურსის მმართველობის დამხობის წინააღმდეგ. კაიროში პარასკევს მურსის ათასობით მომხრე შეიკრიბა ერთ-ერთ მეჩეთთან, ხოლო სამხედროების მხარდამჭერები ტაჰრირის მოედანზე მივიდნენ. ასევე პარასკევს გავრცელებული ცნობით, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება დამხობილი პრეზიდენტის დაკავების შესახებ. მუჰამად მურსის ბრალად ედება პალესტინელთა ჯგუფ "ჰამასთან" თანამშრომლობა ეგვიპტეში 2011 წლის ამბოხებისას პოლიციის განყოფილებებზე და ციხეებში შეტევის განსახორციელებლად. მურსი და "მუსლიმთა საძმოს" რამდენიმე ლიდერი 2011 წელს, ეგვიპტეში ციხეებიდან გაქცევის შედეგად გათავისუფლდნენ. მუჰამად მურსის ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია. ის სამხედროებმა დააკავეს 3 ივლისს მისი გადაყენების შემდეგ.
XS
SM
MD
LG