Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიელი ოპოზიციონერები მზად არიან მოლაპარაკებაში მონაწილეობისათვის


დიპლომატების ინფორმაციით, სირიის უდიდესი ოპოზიციური ჯგუფი მზად არის, მონაწილეობა მიიღოს ჟენევაში დაგეგმილ კონფერენციაში, რომელიც სირიაში ომისთვის ბოლოს მოსაღებად პოლიტიკური გზის ძიებას დაეთმობა. ამის შესახებ განაცხადა გაეროში ბრიტანეთის ელჩმა, მარკ ლაიალმა არაოფიციალური შეხვედრის შემდეგ, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებისა და სირიის ეროვნული კოალიციის თავმჯდომარის, აჰმედ ალ-ჯაბრას მონაწილეობით გაიმართა. ლაიალის განცხადება დაადასტურეს გაეროში საფრანგეთისა და რუსეთის ელჩებმაც. იუწყებიან აგრეთვე, რომ ალ-ჯაბრამ რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს იარაღით დამასკის მომარაგება.
XS
SM
MD
LG