Accessibility links

logo-print

კაიროში მომხდარ შეტაკებებში დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა


„მუსლიმთა საძმოს“ ოფიციალური წარმომადგენლის ინფორმაციით, პარასკევს მომხდარი შეტაკებების დროს დაღუპულთა რაოდენობა სულ მცირე 70 -ს აღწევს. 26 ივლისს ეგვიპტის უსაფრთხოების ძალებმა იერიში განახორციელეს კაიროში შეკრებილი დამხობილი პრეზიდენტის მოჰამედ მორსის მომხრეების დასაშლელად. ტელეკომპანია „ბიბისი“ ერთ-ერთი რაიონული საავადმყოფოს ექიმზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ დაღუპულია სულ მცირე 100 კაცი, სხეულის დაზიანება კი 1000-მდე კაცმა მიიღო. შეტაკებები გრძელდება რაბაა ალ ადავიას მეჩეთის მახლობლად, სადაც „მუსლიმთა საძმო“ წარმომადგენლები 3 ივლისიდან აგრძელებენ მჯდომარე საპროტესტო აქციას. ძალადობა პარასკევს მოხდა, როდესაც კაიროში დამხობილი პრეზიდენტის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების ხალხმრავალი მსვლელობა პარალელურად ჩატარდა. იუწყებიან, რომ 27 ივლისს მომხდარი სისხლისღვრა კიდევ უფრო აღრმავებს კრიზისს ეგვიპტეში და ზრდის მოლოდინს, რომ ეგვიპტის სამხედრო სარდლობა გაადგამს მტკიცე ნაბიჯებს „მუსლიმთა საძმოს“ მოძრაობის წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG