Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინელმა მემარცხენეებმა სადღესასწულო ღონისძიებებზე პუტინის ჩასვლა გააპროტესტეს


კიევში პოლიციამ არასანქცირებულ მიტინგში მონაწილე 10 დემონსტრანტი დააკავა. მემარცხენე „თავისუფლების“ პარტიის წევრებმა რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლისთავთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის და რუსეთის მართლმადიდებელი პატრიარქის ჩასვლა გააპროტესტეს. ვიზიტის ფარგლებში რუსეთის ლიდერი მოლაპარაკებებს გამართავს უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან, რომელმაც თავის საზეიმო მიმართვაში რელიგიის პოლიტიკური მიზნებისათვის გამოყენების დაუშვებლობაზე ისაუბრა. „ჩვენ არ უნდა მივცეთ ნება ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას, რომ საკუთარი ვიწრო ინტერსებისათვის გამოიყენოს ეკლესიები და რელიგიური ორგანიზაციები. ეს ეხება ასევე უცხოურ ჯგუფებს, რომელთა საშულებითაც ზოგჯერ რელიგიური ორგანიზაციები უკრაინის პოლიტიკურ ვითარებაზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობენ.“ რუსეთის გაქრისტიანების 1025 წლისთავთან დაკავშირებით, უკრაინის დედაქალაქში მსოფლიოს საეკლესიო ლიდერები შეიკრიბნენ.
XS
SM
MD
LG