Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციამ „ნაციონალური მოძრაობის“ პრაიმერიზის ჩაშლის მცდელობისათვის სამი პირი დააკავა


უფლებათადამცველ ნანა კაკაბაძის ინფორმაციით, "ექსპო ჯორჯიასთან" სამართალდამცველებმა დღეს სულ სამი პირი დააკავეს. საპროტესტო აქციის ორგანიზატორები პოლიტპატიმრის სტატუსით, საპატიმროდან განთავისუფლებული აქტივისტები იყვნენ. ისინი "ნაციონალური მოძრაობის" პრაიმერიზს აპროტესტებდნენ და ცდილობდნენ შენობაში შეღწევას, რისი უფლებაც მათ პოლიციამ არ მისცა . იუწყებიან, რომ მოხდა ინციდენტი და შელაპარაკება უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერ, პარლამეტის წევრ გიორგი კანდელაკთან, რის გამოც დააკავეს აქციის ერთი მონაწილე. თბილისის პრაიმერიზი არის გადამწყვეტი პარტიული შეკრება, რომელზეც საბოლოოდ გაირკვევა, თუ ვინა გახდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატი ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე. ოპოზიციური საპარლამენტო გაერთიანებიდან ერთმანეთს დავით ბაქრაძე, გიორგი ბარამიძე, შოთა მალაშხია და ზურაბ ჯაფარიძე უპირისპირდებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ წინა პრაიმერიზებში დავით ბაქრაძემ გაიმარჯვა.
XS
SM
MD
LG