Accessibility links

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს „რესპუბლიკელი“ ირინე იმერლიშვილი უხელმძღვანელებს


საპარლამენტო კოალიცია "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს მდივანი ელისო ჩაფიძის ნაცვლად ირინე იმერლიშვილი იქნება. ამის თაობაზე გადაწყვეტილება შეკვეთილში პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" ლიდერების დახურულ სხდომაზე მიიღეს. "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას "ქართული ოცნების" ოზურგეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზვიად კვაჭანტირაძემ განაცხადა, რომ სხდომის ძირითადი თემა ელისო ჩაფიძის განცხადება, იყო, რომელიც ოჯახური მდგომარეობის გამო, "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს მდივნობის თანამდებობიდან წასვლას ითხოვდა. ირინე იმერლიშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი და პარლამეტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარეა.
XS
SM
MD
LG