Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძე „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატია


საპრეზიდენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე იქნება. საბოლოო შედეგები, რომელშიც ერთმანეთს პრეზიდენტობის კანდიდატობის ოთხი მსურველი – დავით ბაქრაძე, გიორგი ბარამიძე, ზურაბ ჯაფარიძე და შოთა მალაშხია უპირისპირდებოდნენ, "ექსპო-ჯორჯიაში" გამართულ შემაჯამებელ პრაიმერზე გამოცხადდა. თბილისის მასშტაბით შედეგები ასე გადანაწილდა – პირველ ადგილზე გავიდა დავით ბაქრაძე, მეორე ადგილზე გიორგი ბარამიძე, მესამეზე – ზურაბ ჯაფარიძე, მეოთხეზე – შოთა მალაშხია. შემაჯამებელ პრაიმერზე გამოცხადდა ონლაინ გამოკითხვის შედეგებიც, რომელიც ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა დავით ბქარაძემ დღეს დებატებში გამოიწვია "ქართული ოცნების" ერთიანი კადიდატი გიორგი მარგელაშვილი. "აუცილებელია "ქართული ოცნების" კანდიდატმა დაამტკოცოს, რომ მისი მთავარი ღირსება არაა მხოლოდ პრემიერთან პირადი მეგობრობა", - განაცხადა დავით ბაქრაძემ. უცნობია, მიიღებს თუ არა მეტოქის ამ გმაწვევას გიორგი მარგველაშვილი.
XS
SM
MD
LG