Accessibility links

logo-print

ქობულეთის გამგებელი თანამდებობით ბოროტად გამოყენების ბრალდებით დააკავეს


საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით დააკავეს. კერძოდ, თენგიზ ზოიძეს სამსახურებრივი ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენებასა და სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვაში ედება ბრალი. სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახურის ყოფილი უფროსი ემზარ ჯინჭარაძე. დანაშაული სისხლის სამართლის კოდექსით 7-დან 11-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
XS
SM
MD
LG