Accessibility links

logo-print

პაკისტანში აფეთქებების მსხვერპლთა რიცხვი იზრდება


პაკისტანიდან მოსული ცნობები იუწყებიან, რომ 53-მდე გაიზარდა ორი აფეთქების შედეგად დაღუპული ადამიანების რიცხვი. აფეთქებები ჩრდილო-დასავლეთში მდებარე კურამის რეგიონის ცენტრალურ ქალაქ ფარაჩინარში, ავღანეთის საზღვარის სიახლოვეს მოეწყო. 180 ადამიანმა მიიღო სხეულის დაზიანება, ზოგიერთის მდგომარეობა - კრიტიკულია. ოფიციალური პირის ცნობით, აფეთქებები თვითმკვლელმა თავდამსხმელებმა მოაწყეს ხალხით სავსე ბაზარში. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ჯერ არავის უკისრია.
XS
SM
MD
LG