Accessibility links

ტუნისში ოპოზიციის ლიდერი ანისამთავრობო გამოსვლების ფონზე დაკრძალეს


შაბათს ტუნისში მიწას მიაბარეს ოპოზიციის ლიდერი მოჰამედ ბრაჰმი, რომელიც ხუთშაბათს მოკლეს. სამგლოვიარო ცერემონიაზე მისულმა ათასობით ადამიანი ანტისამთავრობო ლოზუნგებს გაიძახოდა. ბრაჰმის კუბო სამხედროებს მიჰქონდათ. პოლიტიკოსი ქალაქის ცენტრში მდებარე სასაფლაოზე, შოკრი ბელაიდას, თებერვალში მოკლული კიდევ ერთი ოპოზიციონერი ლიდერის სამარის გვერდით დაკრძალეს. ხელისუფლება, რომელსაც სათავეში ზომიერი ისლამისტური პარტია „ენაჰდი“ უდგას სათავეში, ორივე პოლიტიკური მკვლელობისათვის პასუხისმგებლობა ისლამისტ ექსტრემისტ ბუბაკერ ჰაკიმის დააკისრა. სამოქალაქო ოპოზიციური პარტიების მომხრეები ტუნისის მთავრობას გადადგომისაკენ მოუწოდებენ.
XS
SM
MD
LG