Accessibility links

logo-print

ბენღაზთან ახლომდებარე ციხიდან ასეულობით პატიმარი გაიქცა


ლიბიის ხელისუფლების ცნობით, 1000-ზე მეტმა პატიმარმა მოახერხა ალ კვეიფიას ციხიდან გაქცევა მას შემდეგ, რაც შაბათს ამბოხებული ბრბო პოლიტიკური პარტიის ოფისებს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაესხა თავს. საპროტესტო გამოსვლები ლიბიაში გრძელდება მას შემდეგ, რაც ქვეყანაში გასამხედროებული ჯგუფები ბატონობენ და მოსახლეობაში დიდი რაოდენობით იარაღია გაფანტული. ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა ბენღაზთან ახლომდებარე ციხიდან პატიმრების მასობრივი გაქცევა დემონსტრაციებს და არეულობას. შაბათს ლიბიაში მასობრივი გამოსვლები მოჰყვა ერთ-ერთი აქტივისტის მკვლელობას, რომელიც ლიბიის „მუსლიმთა საძმოს“ აკრიტიკებდა. ციხის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პატიმრებმა ციხეში არეულობა მოაწყვეს და ხანძარი გააჩინეს მას შემდეგ, რაც ციხის დაცვამ ცეცხლი გაუხსნა სამ პატიმარს, რომლებიც გაქცევას ცდილობდნენ. პატიმრების დასახმარებლად, ციხეში შეიჭრნენ შეიარაღებული პირები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს პატიმრების გაქცევას.
XS
SM
MD
LG