Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა და იანუკოვიჩმა რუსეთისა და უკრაინის ფლოტების დღე აღნიშნეს


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, რომელიც რუსეთის გაქრისტიანების 1025-ე წლისთავის აღსანიშნავად უკრაინაში იმყოფება, შაბათს უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან ერთად მონაწილეობა მიიღო რუსეთისა და უკრაინის სამხედრო ფლოტების სადღესასწაულო ღონისძიებებში. ორი ქვეყნის ლიდერი რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ბაზაზე სევასტოპოლის, გრაფების ყურეში საზღვაო ძალების აღლუმსაც დაესწრნენ და მისალოცი სიტყვებიც წარმოთქვეს. „გილოცავთ, რუსეთისა და უკრაინის სამხედრო-საზღვაო ფლოტის დღეს. ჩვენ დღეს ამ მნიშვნელოვან დღესასწაულებს ერთად აღვნიშნავთ. სიმბოლურია, რომ დღესასწაულების ცენტრად იქცა სევასტოპოლი. სწორედ აქ გრაფების ყურეში ჩაეყარა საფუძველი230 წლის წინ ბაზას შავი ზღვის ესკადრისათვის.“ უკრაინის პრეზიდენტმა კი რუსეთსა და უკრაინას უწოდა „სტრატეგიული პარტნიორები, რაც სევასტოპოლში განსაკუთრებით შეიგრძნობა“.
XS
SM
MD
LG