Accessibility links

logo-print

საქართველოში სანაპირო დაცვის დაარსების დღე აღნიშნეს


ფოთში, სანაპირო დაცვის ბაზაზე, საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დაარსების დღისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართა. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვა მე- 15 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ოფიციალურად გახსნა საქართველოს შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. შემდეგ მოეწყო შავ ზღვაში სანაპირო დაცვის საშუალებების მონაწილეობით აღლუმი მოეწყო. სანაპირო დაცვის მოსამსახურეები დღეს მინისტრმა მადლობის სიგელებითა და საიუბილეო სამკერდე მედლებით დააჯილდოვა.
XS
SM
MD
LG