Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა „იანდექსის“ დამფუძნებელი


ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაში გლობალური საძიებო სისტემა „იანდექსის“ დამფუძნებელი და დირექტორი ილია სეგალოვიჩი გარდაიცვალა. წუხელ ექიმებმა იგი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან გამორთეს. ხუთშაბათს კომპანია „იანდექსის“ დამფუძნებელს დაუდგინდა თავის ტვინის სიკვდილი, რის გამოც ექიმებმა იგი სასიცოცხლო ფუნქციის აღსადგენად ხელოვნურ სუნთქვის აპარატზე მიაერთეს. 48 წლის ილია სეგალოვიჩმა 20 წლის წინ არკადი ვოლოჟთან ერთად დააფუძნა კომპანია „იანდექსი“. ცოლ მარიასთან ერთად სეგალოვიჩი სიცოცხლის ბოლომდე აქტიურად იყო დაკავებული ქველმოქმედებით. მოელიან, რომ გარდაცვლილის ცხედარს მოსკოვში მომავალ ოთხშაბათს ლონდონიდან ჩაასვენებენ.
XS
SM
MD
LG