Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის სამხედრო სარდლობას სამოქალაქო პირების დაპატიმრების უფლება მიეცათ


ეგვიპტის პრეზიდენტის მოვალეობის დროებით შემსრულებელმა პრემიერ-მინისტრს მიანიჭა უფლება, სამხედრო ხელმძღვანელობას მიანდოს იმ სამოქალაქო პირების დაპატიმრება, რომლებიც არეულობაში იქნებიან შემჩნეულნი. აღნიშნული საპრეზიდენტო დეკრეტით, რომელიც კვირას გამოქვეყნდა ეგვიპტის პრემიერ-მინისტრ ჰაზიმ ბიბლავის მიეცა უფლება მკვლელობის შემთხვევების გარდა, გააუქმოს სახელმწიფო უსაფრთოხების საგანგებო სასამართლოს მიერ გამოტანილი ნებისმიერი ვერდიქტი. საპრეზიდენტო განკარგულება ეგვიპტეში გამოიცა მას შემდეგ, რაც დამხობილი პრეზიდენტის მოჰამედ მორსის მომხრეებმა განაცხადეს, რომ გააგრძელებენ მასობრივ საპროტესტო აქციებს. ოფიციალური ინფორმაციით, 72 მდე გაიზარდა პარასკევს კაიროში უსაფრთხოების ძალებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარი შეტაკებისას დაღუპულთა რიცხვი. ძალადობა, რომლიც პარასკევს დაიწყო და შაბათსაც გაგრძელდა, ყველაზე სასტიკია მას შემდეგ, რაც 3 ივლისს, ისლამისტი პრეზიდენტი მოჰამედ მორსი სამხედროებმა დაამხეს.
XS
SM
MD
LG