Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი-პალესტინის სამშვიდობო მოლაპარაკებები დღეს განახლდება


აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პალესტინა-ისრაელის სამშვიდობო მოლაპარაკებები დღეს საღამოს განახლდება ვაშინგტონში. ამის შესახებ დეპარტამენტმა კვირას განაცხადა, სახელმწიფო მდივან ჯონ კერისთან ისრაელისა და პალესტინის ლიდერების შეხვედრის შემდეგ. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა იენ პსაკიმ განაცხადა, რომ ჯონ კერიმ პირადად მიიწვია ვაშინგტონში ორივე მხრიდან მაღალი რანგის მომლაპარაკებელთა ჯგუფები. მოლაპარაკებათა განახლების შესახებ განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც კვირას ისრაელის მინისტრთა კაბინეტი დათანხმდა 104 პალესტინელის ციხიდან გამოშვებას. ისრაელი-პალესტინის სამშვიდობო მოლაპარაკებები 2010 წელს შეწყდა, რადგან ისრაელმა უარი თქვა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ახალი დასახლებების მშენებლობის შეწყვეტაზე.
XS
SM
MD
LG