Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში აფეთქებების სერიას სულ ცოტა 44 ადამიანი ემსხვერპლა


ერაყის დედაქალაქსა და ბაღდადიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ კუტში მანქანებზე დამონტაჟებული ბომბების აფეთქებას რამდენიმე ათეული ადამიანი ემსხვერპლა, დაჭრილია 100-ზე მეტი. ერაყის ხელისუფლების წარმომადგენელთა თანახმად, სულ ცოტა, ცხრა ასეთი ბომბი აფეთქდა ბაღდადის შვიდ რაიონში, მეათე აფეთქება დედაქალაქის გარეუბან მაჰმუდიაში მოხდა. „როიტერი“ ავრცელებს ცნობას სულ ცოტა 44 ადამიანის დაღუპვისა და სულ ცოტა 129-ის დაზიანების შესახებ. სადამკვირვებლო ჯგუფ Iraq Body Count-ის ინფორმაციით, ერაყში წელს თითქმის 4000 ადამიანი დახოცეს, აქედან 800 ადამიანი ივლისშია მოკლული. ძალადობის გაღვივებამ გააჩინა შიში, რომ ის შიიტ უმრავლესობასა და სუნიტ და ქურთ უმცირესობებს შორის სრულმასშტაბიან კონფლიქტში გადაიზრდება.
XS
SM
MD
LG