Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში აფეთქებებს ათეულობით ადამიანი ემსხვერპლა


ბაღდადში და სხვა ქალაქებში მომხდარ მანქანების აფეთქებების სერიას ათობით ადამიანი ემსხვერპლა და 200-ზე მეტი დაიჭრა. ოფიციალური პირების ცნობით, ბაღდადის ცხრა უბანში სულ მცირე 11 აფეთქება მოხდა. ერთი მანქანა აფეთქდა ქალაქის შემოგარენში, მაჰმუდიაში, ორი - ქალაქ კუტში, კიდევ ორი სამავაში და ერთი - ბასრაში. ყველა ეს ქალაქი სამხრეთში მდებარეობს. დაღუპულია სულ მცირე 48 ადამიანი, დაიჭრა 226. გავრცელებული ცნობებით, ივლისის თვეში ერაყში ძალადობას 800-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. ძალადობის ესკალაცია იწვევს შიშებს, რომ ქვეყანაში შესაძლოა განახლდეს სრულმასშტაბიანი კონფლიქტი შიიტ უმრავლესობასა და სუნიტ და ქურთ უმცირესობებს შორის.
XS
SM
MD
LG