Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისლამაბადი გმობს ცნობებს უპილოტო თვითმფრინავით განხორციელებული შეტევის შესახებ


პაკისტანის მთავრობამ დაგმო სავარაუდოდ აშშ-ის უპილოტო თვითმფრინავის მიერ განხორციელებული თავდასხმა, რომელსაც ქვეყნის მღელვარე, თემურ რეგიონებში ექვსი ადამიანი ემსხვერპლა. პაკისტანის ოფიციალური პირების ინფორმაციით, ორი ბომბის სამიზნე გახდნენ კაცები, სავარაუდოდ ექსტრემისტები, რომლებიც ჩრდილოეთ ვაზირისტანის რეგიონიდან ავღანეთში გადადიოდნენ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ „ცალმხრივი თავდასხმები პაკისტანის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას წარმოადგენს“. განცხადების თანახმად, ეს თავდასხმები „კონტრ-პროდუქტიულია, იწვევს უდანაშაულო სამოქალაქო პირების სიკვდილს და სირთულეებს ქმნის ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული მოსაზრებების თვალსაზრისით“. ჩრდილოეთ ვაზირისტანი წარმოადგენს თავშესაფარს პაკისტანელი, ავღანელი და ალ-ყაიდასთან კავშირის მქონე ექსტრემისტებისთვის. მას შემდეგ, რაც ივნისში პაკისტანის პრემიერ-მინისტრი ნავაზ შარიფი გახდა, ეს მეოთხე შემთხვევაა, როცა ეჭვობენ რომ უპილოტო თვითმფრინავით თავდასხმა აშშ-მა განახორციელა. შარიფი თავდასხმების დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG