Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სნოუდენი შესაძლოა ლტოლვილთა ცენტრში მოათავსონ


რუსეთის მიგრაციის სამსახურის წარმომადგენლის თქმით, აშშ-ის დაზვერვის ყოფილი კონტრაქტორი, საიდუმლო ინფორმაციის გასაჯაროებისთვის ძებნილი ედვარდ სნოუდენი შესაძლოა მოსკოვის გარეთ, ლტოლვილთა ცენტრში მოათავსონ მანამ, სანამ რუსეთში დროებითი თავშესაფრის შესახებ მისი განაცხადი დამუშავების პროცესშია. მიგრაციის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ოლგა კირილოვამ განაცხადა, რომ შესაფერისი ინსტიტუტი დედაქალაქში არ არის. კვირას ამავე სამსახურის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ვლადიმირ ვოლოხმა განაცხადა, სნოუდენისთვის შესაძლოა უსაფრთხო არ იყოს რუსეთში თავისუფლად გადაადგილება, თუ თავშესაფარს მიიღებსო. სნოუდენზე აშშ-ს ძებნა აქვს გამოცხადებული იმის გამო, რომ სნოუდენის მეშვეობით გამოაშკარავდა აშშ-ის მიერ წარმოებული, საინტერნეტო და სატელეფონო თვალთვალის მასშტაბური პროგრამა. სნოუდენი 23 ივნისის შემდეგ მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტის სატრანზიტო ზონაში ცხოვრობს.
XS
SM
MD
LG