Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ სააკაშვილი სინგაპურს სტუმრობს


საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, სამუშაო ვიზიტით იმყოფება სინგაპურში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, 29 ივლისს სააკაშვილი შეხვდა სინგაპურის პრეზიდენტ ტონი ტანს, პრემიერ-მინისტრ ლი სიანლუნს და სხვა მაღალჩინოსნებს. განცხადების თანახმად, სინგაპურის პრეზიდენტთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობებს და თანამშრომლობის პერსპექტივებს, მათ შორის გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. შეხვედრის მთავარი თემა იყო საქართველოში ბოლო წლებში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმები, რისი „წარმატების გარანტიც“, როგორც სააკაშვილმა, მისი პრესსამსახურის თანახმად, თავის კოლეგას განუცხადა, სინგაპურის მოდელი გახდა.
XS
SM
MD
LG