Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოსვლების ფონზე, ტუნისის მთავრობა საგანგებო სხდომას მართავს


ტუნისის მთავრობამ საგანგებო შეხვედრა გამართა იმ საპროტესტო გამოსვლებზე სასაუბროდ, რომლებიც მთავრობის გადადგომის მოთხოვნით მიმდინარეობს და სულ უფრო ხალხმრავალი ხდება. კონკრეტულად რა საკითხებზე იმსჯელეს შეხვედრაზე, ეს არ გახმაურებულა. კვირას საღამოს პარლამენტის წინ 25,000-მდე დემონსტრანტი შეიკრიბა - როგორც მთავრობის მომხრეები, ისე მოწინააღმდეგეები. პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმმა შესძლო ბარიკადების აგება და ორი ჯგუფის ერთმანეთისგან განცალკევება, ორშაბათს კი მთავრობამ მთავარი მოედანი „დაკეტილ სამხედრო ზონად“ გამოაცხადა. შაბათს პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა ოპოზიციის მომხრეების დასაშლელად. ისინი აქციას მართავდნენ მუჰამედ ბრაჰმის დაკრძალვის ცერემონიის შემდეგ. ბრაჰმი ოპოზიციის მეორე სეკულარული ორიენტაციის ლიდერია, რომელიც ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მოკლულ იქნა. მთავრობის ოპონენტები აცხადებენ, რომ მმართველი ენაჰდას პარტიის მთავრობამ ვერ შესძლო ისლამისტი ექსტრემისტების შეკავება და მათი კონტროლი. ამჟამინდელი ადმინისტრაციის ოპონენტები გამოდიან მოწოდებით, შეიქმნას „ეროვნული გადარჩენის“ მთავრობა.
XS
SM
MD
LG