Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში აფეთქებებმა, სულ ცოტა, 60 ადამიანი შეიწირა


ბაღდადში და მის მახლობლად, სულ ცოტა, 60 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაიჭრა დანაღმული ავტომანქანების აფეთქების შედეგად. ერაყელი ოფიციალური პირების ცნობით, ბაღდადის სხვადასხვა უბანში, სულ ცოტა, 11 აფეთქება მოეწყო, ხოლო ერთი აფეთქება ბაღდადთან მდებარე მაჰმუდიაში მოხდა. აფეთქებების შესახებ იუწყებიან რამდენიმე სხვა ქალაქიდანაც. გავრცელებული ინფორმაციით, მარტო ივლისში ძალადობამ ერაყში 800-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. შიშობენ, რომ მასშტაბურ კონფლიქტში გადაიზრდება დაპირისპირება, რომელიც ერაყში შიიტურ უმრავლესობასა და სუნიტების და ქურთების უმცირესობებს შორის გრძელდება.
XS
SM
MD
LG