Accessibility links

logo-print

კეტრინ ეშტონი ეგვიპტეში ხვდება ამ ქვეყნის ლიდერებს


ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი, კეტრინ ეშტონი ეგვიპტის ლიდერებს მოუწოდებს, ხელი გაუწოდონ „მუსლიმთა საძმოს“, რათა იპოვონ გამოსავალი ქვეყანაში გამწვავებული კრიზისიდან. ეშტონი კაიროში შეხვდა გენერალ აბდელ ფატაჰ ალ-სისის - ეგვიპტის არმიის სარდალს. სამხედროებმა მიმდინარე თვის დასაწყისში გადააყენეს ეგვიპტის ისლამისტი პრეზიდენტი მუჰამად მურსი. ეშტონი შეხვდა აგრეთვე ვიცე-პრეზიდენტ მოჰამედ ელბარადეის და დროებით პრეზიდენტ ადლი მანსურს. მოლაპარაკების დეტალებზე ინფორმაცია საჯაროდ არ გავრცელებულა, მაგრამ ეშტონმა ეგვიპტეში ჩასვლამდე განაცხადა, რომ ყველა მხარეს დაელაპარაკება და მხარს დაუჭერს „ინკლუზიურ გარდამავალ პროცესს" ყველა პოლიტიკური ჯგუფის, მათ შორის "მუსლიმთა საძმოს" მონაწილეობით.
XS
SM
MD
LG