Accessibility links

logo-print

ერგნეთში გაიმართება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების 36-ე შეხვედრა


ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების 36-ე შეხვედრა გაიმართება. როგორც "ინტერპრესნიუსი" შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, შეხვედრაზე ქართული მხარე გააპროტესტებს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპაციის ხაზის მიმდებარე სოფლებში მავთულხლართებისა და ღობეების ფიქსაციის პროცესს და ადგილზე შექმნილ პრობლემებზე ისაუბრებს. შეხვედრაზე განიხილება ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების უსაფრთხოდ წარმართვის საკითხი, ასევე, 2008 წლის ომის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგული პირებისა და საქართველოს იმ მოქალაქეების ბედი, რომლებიც ცხინვალის ციხეში უკანონოდ იმყოფებიან.
XS
SM
MD
LG