Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კათოლიკოს-პატრიარქი: ლტოლვილების დაბრუნების საკითხი კარგად წარიმართება


„ლტოლვილების დაბრუნების საკითხი კარგად წარიმართება“, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ, სიონის ტაძარში განაცხადა. როგორც პატრიარქმა თქვა, ქართულ დელეგაციას ჰქონდა შეხვედრა რუსეთის პატრიარქთან და ის ასევე ესაუბრა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინსაც. "მთავარია, დაიძრას საკითხი ჩვენი ლტოლვილების. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვეთ, რომ ლტოლვილები უნდა დაბრუნდნენ თავიანთ ოჯახებს, თავიანთ სახლებს. ასე რომ, ღვთის იმედით ვართ და ვფიქრობთ, რომ კარგად წარიმართება ეს საკითხი", - განაცხადა ილია მეორემ.
XS
SM
MD
LG